კვიციანი vs ბოკერია (ვიდეო).

2017-04-19 16:07:25

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა. კვიციანმა ბოკერიას წყალი შეასხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშის განხილვის პროცესის დახურვის შესახებ მსჯელობას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობას სხდომის დახურვა სურდა, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი ღია უნდა ყოფილიყო. საკითხი კენჭისყრაზე დადგა და  99 ხმით 16-ის წინააღმდეგ სხდომა დაიხურა. ნახეთ ვიდეო.