სამხატვრო სტუდიის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.

2017-04-19 14:46:13

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ალექსანდრე თოდუას სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 18 მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. ნახატების ავტორების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან და მათი ასაკი 6-დან 18 წლამდეა. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ნახატები 20 აპრილამდე დარჩება.