შესაძლოა, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის ძებნა, რუსთავის ტერიტორიიდანაც დაიწყოს. „ინფო რუსთავი“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. სამსახურში აცხადებენ რომ თუ კი ცხედარს უახლოეს პერიოდში ვერ იპოვიან, ძებნის მასშტაბები გაიზრდება. მამაკაცის ცხედარს, მტკვარში 5 დღეა ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს, ცხედარი კი მდინარე მტკვარში გადააგდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მკვლელობის ფაქტი უკვე გახსნილია და პოლიციამ ორი პირი დააკავა.