რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული, ციხე-სიმაგრის ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ ღამის საათებში მოხდა. დაშავებული მცირე დაჟეჟილობებით, სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟის მიერ, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. პაციენტი ამ დროისთვის მკურნალობას სახლში გადის.
რუსთავის მუზეუმის ხელმძღვანელის, ნაზი პაჭიკაშვილის განმარტებით, რუსთავის ციხე-სიმაგრე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და ნანგრევებზე ასვლა ძეგლის დაზიანებას იწვევს. გარდა ამისა რუსთავის ციხე, მუნიციპაიტეტის მფლობელობაშია და ნანგრევებზე ასვლა აკრძალულია.