მამაკაცის სამოსში გამოწყობილი ქალები დააკავეს.

2017-04-19 11:44:27

ირანში საფეხბურთო მატჩზე მამაკაცის ფორმაში გადაცმული 8 ქალი დააკავეს.ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს, მათი ინფორმაციით, შემთხვევა 12 თებერვალს მოხდა, თუმცა ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა. ირანში არსებული კანონმდებლობით, ქალებს იმ მატჩებზე დასწრება ეკრძალებათ, რომლებშიც მამაკაცები მონაწილეობენ. თეირანის მუნიციპალიტეტის უშიშროების განყოფილების ხელმძღვანელის ალირეზა ადელის განცხადებით, სტადიონზე ქალებისთვის არასათანადო სიტუაციაა და მათ ფეხბურთის ყურება სახლებში, ტელევიზორის საშუალებით შეუძლიათ.