მაღაზიების დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

2017-04-18 22:39:32

პირი რომელმაც 15 აპრილს ორი მაღაზია დააყაჩაღა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებული სურსათის მაღაზია, მოგვიანებით კი კოსტავას გამზირზე "მადაგონი"-ს სუპერმარკეტი დააყაჩაღა და ჯამში 1200 ლარამდე თანხა მუქარის გზით გაიტაცა. შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით რაც ყაჩაღობას გულისხმობს". გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა, იგი 26 წლის არის და სავარაუდოდ დანაშაული არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა.