მესხიშვილის ქუჩაზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

2017-04-18 21:53:51

მესხიშვილის ქუჩაზე გზის და გადასასვლელის დახაზვის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც "ინფო რუსთავს" ინფრასტრუქტურის სამსახურში განუცხადეს აღნიშნულ მონაკვეთზე გზის დახაზვა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს, თუ თვითმმართველობისთვის ხარისხი მისაღები იქნება სამუშაოების განხორციელება სხვა ქუჩებზეც მოხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საუბარია გზის დახაზვის განსაკუთრებულ ფორმაზე რაც აქამდე ქალაქში არ ყოფილა. პერიმეტრის დახაზვა მიმდინარეობს ცივი პლასტით, რომლის განხორციელება მიმდინარეობს უფრო მოკლე დროში და არის უფრო ხარისხიანი, ასევე საღებავი შეიცავს სპეციალურ ნივთიერებას რომელიც ავტომობილის შუქების მინათებისას ანათებს და მძღოლისთვის უფრო თვალსაჩინოს ხდის გზის ზოლს. სამუშაოების გამო მესხიშვილის ქუცაზე გადაადგილება ჯერ კიდევ შეზღუდულია.