საარსებო მინიმუმი გაიზარდა.

2017-04-18 20:34:28

საქსტატმა საარსებო მინიმუმის მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც 2017 წლის მარტში ამავე წლის წინა თვეებთან შედარებით საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი გაიზარდა. კერძოდ, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 169 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით, 1,6 ლარითა გაზრდილი.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი 150,3 ლარია. რაც წინა წელთან შედარებით 7,1 ლარითა გაზრდილი. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 284 ლარი და 70 თეთრია. რაც შეეხება ოჯახებს, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 240,5 ლარია, სამსულიანი ოჯახის 270,6 ლარი, ოთხსულიანის 300,7 ლარი, ხუთსულიანის 338,3 ლარი, ექვს და მეტსულიანიოჯახის საარსებო მინიმუმი კი 399,9 ლარს შეადგენს.