რამდენი სტუდენტი სწავლობს საქართველოში.

2017-04-18 17:08:21

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, წინა წლებთან შედარებით საქარველოში სტუდენტების რაოდენობა გაზრდილია.

2016-2017 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 140 261 სტუდენტი სწავლობს, მათგან 8012 სტუდენტი კი უცხოელია. სტუდენტების ძირითადი ნაწილი სახლემწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს. კერძოდ, 91 740 სტუდენტი სწავლობს სახელმწიფო უნივერსიტეტებში,   48 521 სტუდენტი კი კერძო უმაღლეს სასწავლებელში.

საქსტატის მონაცემებით, სტუდენტთა რაოდენობის 51%-ს ქალი წარმოადგენს, კერძოდ საქართველოში 71 598 სტუდენტი ქალია.

საზღვარგარეთ სასწავლებლად კი 565 სტუდენტია გაგზავნილი. აქედან 400 – სახელმწიფო, ხოლო 165 სტუდენტი – კერძო უმაღლესი სასწავლებლებიდან.

დღესდღეობით ქვეყანაში სულ 74 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებაა, მათგან  20 – სახელმწიფო, 54 კი კერძოა.