პრეზიდენტმა აკა სინჯიკაშვილი წმ.ნიკოლოზის ორდენით დააჯილდივა.

2017-04-18 14:08:13

საქართველოს პრეზიდენტმა აკაკი სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.
 გიორგი მარგველაშვილმა აკაკი სინჯიკაშვილს ჯილდო პირადად გადასცა.
„მე მინდა დღეს, როდესაც განსაკუთრებით ვლინდება ჩვენი საზოგადოების ზრუნვა ერთმანეთზე, გამოვყო თქვენი ღვაწლი. თქვენ ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელეთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა მარტო ის ემოცია, რომელიც მოდის პირადად თქვენგან, არამედ ის ემოციაც, რომელსაც თქვენი საქმიანობით აღძრავთ საზოგადოებაში.
მინდა, ამას ხაზი გავუსვა და დაგაჯილდოვოთ სპეციალურად, ქველმოქმედი ადამიანებისთვის განკუთვნილი ჯილდოთი - წმინდა ნიკოლოზის ორდენით. გილოცავთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი  აკაკი სინჯიკაშვილთან ერთად გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლს ესტუმრა და მოხუცებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.