ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე (ვიდეო).

2017-04-17 19:33:14

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილის ტაქსი და „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად სახის არეში მცირედი დაზიანება მიიღო, ტაქსის მძღოლმა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟმა, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსა. ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.