სასაფლაოს გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.

2017-04-17 13:12:18

გვერდის მომხმარებლების ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის ლოდინი, რომელიც სასაფლაოს მიმართულებით უფასოდ გადაადგილდება, დიდხანს უწევთ. "ინფო რუსთავი" მუნიციპალური ტრანსპორტის დირექტორს ფრიდონ დვალაძეს დაუკავშირდა. სამსახურში აცხადებენ, რომ პრობლემა გადატვირთული საგზაო მოძრაობითა და შექმნილი საცობებით არის გამოწვეული.

ფრიდონ დვალაძის განცხადებით, მოსახლეობას სასაფლაოს მიმართულებით დღეს 12 ავტობუსი ემსახურება. ტრანსპორტი 20 წუთის ინტერვალით მოძრაობს.