ავარია თოდრიას ქუჩაზე (ფოტო).

2017-04-16 22:46:35

ავტოსაგზაო შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლი (რომელიც არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა) საპირისპირო მიმართულებაზე გადავიდა და იმ გამაფრთხილებელ მანიშნებელს დაეჯახა რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დადგეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტომობილი თხრილში ჩავარდნას გადარჩა, მცირე შეჯახების შედეგად მძღოლი არ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტოები გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა რისთვისაც მადლობას ვუხდით.

თოდრიას ქუჩაზე კომპანია "რუსთავის წყალი" უკვე რამდენიმე დღეა სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.