ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალაში. დაახლოებით დღის 13:00 საათზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი ამოტრიალდა. ერთ ავტომობილში ოთხი, მეორეში კი ერთი მამაკაცი იჯდა. ადგილზე სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. სასწრაფო დახმარების მანქანამ ხუთივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ნახეთ ვიდეო.