სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა შეაკეთეს.

2017-04-16 13:19:35

XI მიკრორაიონიდან დავით გარეჯის ქუჩისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ძირითადი ნაწილი დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აღდგომის მოახლოებასთან ერთად მგზავრთა ნაკადმა მოიმატა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების გაჭიანურება რამდენიმე მიზეზით ახსნა, პირველი უამინდობა და მეორე სამუშაოების სირთულე. ამ მომენტისთვის დაზიანებული გზა შეკეთებულია თუმცა აღმაშენებლის ქუჩაზე ჯერ კიდევ შეგხვდებათ ადგილი, სადაც ასფალტი ამოჭრილია და რეაბილიტაცია ამ დრომდე არ განხორციელებულა.