გუშინ დაახლოებით 20 საათზე ერთი პირი ჯერ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე არსებულ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა და მუქარის ფორმით 700 ლარი გაიტაცა, მოგვიანებით კი კოსტავას გამზირზე "მადაგონი"-ს მაღაზია დააყაჩაღა და 500 ლარამდე თანხა წაიღო. "ინფო რუსთავმა" გადაიღო ერთერთი პიროვნების დაკავების კადრები, თუმცა ჩვენთვის უცნობია დაკავებული პიროვნება მონაწილეობდა თუ არა მაღაზიების დაყაჩაღებაში.