გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აღდგომამდე დასრულდება.

2017-04-15 12:38:16

სასაფლაოებისკენ მიმავალი გზის (XI მიკრო-რაიონიდან დავით გარეჯის ქუჩისკენ) რეაბილიტაცია ამ მომენტისთვისაც მიმდინარეობს. სამუშაოები 2 კვირის წინ დაიწყო და გარკვეული მიზეზების გამო გაჭიანურდა. რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ რომ გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები უამინდობის გამო, შემდეგ კი მისი სირთულიდან გამომდინარე გაჭიანურდა. ინფრასტრუქტურის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და აღდგომამდე დასრულდება.