დაკარგული მამაკაცი სახლში დაბრუნდა.

2017-04-15 11:53:13

39 წლის გუჯა სოფრომაძე სახლში ჯანმრთელი დაბრუნდა. ინფორმაცია დაკარგულის სახლში უვნებლად დაბრუნების შესახებ ოჯახის წევრმა "ინფო რუსთავს" დილით მიაწოდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი კახეთში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ რომ მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" მისი შვილის თხოვნის საფუძველზე გუშინ გაავრცელა.