რუსთავში ფიჭვის ხეები დაირგო.

2017-04-14 19:05:47

საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, რუსთავში 50 ძირი ფიჭვის ხე დაირგო. სამუშაოებს ქალაქის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს. ფიჭვის ხეები, რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს დამაკავშირებელი გზის პერიმეტრზე, ტროტუარის გასწვრივ დაირგო.