რუსთავში 39 წლის მამაკაცი დაიკარგა.

2017-04-14 18:53:14

39 წლის გუჯა სოფრომაძეს ოჯახის წევრები და პოლიცია ეძებს. "ინფო რუსთავს" დაკარგულის შვილი დაუკავშირდა და განცხადების გავრცელება სთხოვა. ოჯახის წევრების ინფორმაციით 39 წლის მამაკაცი სახლიდან 5 დღის წინ გავიდა, ტანთ ეცვა ჯინსის შარვალი და ქურთუკი. ოჯახმა ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას გუშინ მიმართა. დაკარგული XVIII მოკრო-რაიონში ცხოვრობს. თუ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი სადმე შენიშნეთ დარეკეთ ტელ.: 551 777 659

შ.ს.ს.-ში აცხადებენ რომ - "პოლიციაში მამაკაცის დაკარგვის თაობაზე განცხადება გუშინ შევიდა და სამძებრო ღონისძიებები უკვე დაწყებულია".