გარდაბანში "გარდაბნობა" აღნიშნეს.

2016-11-05 22:04:51

დღეს "გარდაბნობა" აღინიშნა, ღონისძიებები 12 საათზე სპორტული აქტივობებით დაიქწყო. შეჯიბრი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ნარდში, მოეწყო მარათონი და ჩატარდა ჩემპიონატი ფეხბურთში. 15:00 საათზე 9 აპრილის სკვერში საზეიმო კონცერტი გაიმართა, მასში მონაწილეობა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა "ბეთანიამ", მებო ნუცუბიძემ, ნათია დუმბაძემ, ლიზა ყენიამ, მარიტა როხვაძემ და ჯგუფმა "ფრანი" მიიღო. მოგვიანებით დასახელდნენ საპატიო გარდაბნელები და დააჯილდოდნენ ოქროსმედალოსნები.