კინოთეატრის ტერიტორიაზე განთავსებული სამორინე დაიხურა (ფოტოები).

2017-04-14 17:01:48

რუსთავის ყოფილი კინო-თეატრის შენობაში განთავსებული ტოტალიზატორი დაიხურა. ობიექტის სახელწოდება და სარეკლამო აბრები გუშინ  ჩამოხსნენს. „ინფო რუსთავი“ კომპანია „ლიდერ ბეთს“ დაუკავშრდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, სამორინემ, რომელიც „ლიდერ ბეთის“ სახელით ოპერირებდა, ფუნქციონირება შეწყვიტა. „ლიდერ ბეთის“ წარმომადგემლების განცხადებით, კომპანია ითანამშრომლებს სხვა სამორინეებთან რომლებიც გადაწყვეტენ „ლიდერ ბეთის“ სახელით ოპერირებას, თუმცა, თავად „ლიდერ ბეთი“რუსთავის ბაზარზე შესვლას არ გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოტალიზატორის დახურვის მიზეზი, სახელმწიფოს მიერ გადასახადების გაზრდა იყო.