9 თვე მისამართის მოლოდინში.

2017-04-14 14:23:26

რუსთავის მთავარ მოედანზე მდგარი ქანდაკებების განთავსების ადგილი გადაწყდა. 9 ქანდაკებიდან ერთი,  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის წინ განთავსდება, დანარჩენი 8 კი ბინას რუსთავის ცენტრალურ პარკში დაიდებს.

სკულპტურები გასული წლის რუსთავქალაქობის დღის აღსანიშნავად შეიქმნა და მოედანზე ამავე დღეს განთავსდა. ქანდაკებები რუსთავის ცენტრალურ მოედანზე 9 თვეა დგას.