პატრულ-ინსპექტორების სტუმრობა რუსთავის სკოლაში (ვიდეო).

2017-04-14 13:05:12

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ -ფარგლებში, რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ჩაუტარეს. სპეციალურად გადამზადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები დეტალურად აუხსნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და საპატრულო პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.