სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ.

2017-04-12 20:00:52

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავის სასაფლაოს დასუფთავება მიმდინარეობს. დასუფთავების სასმახური, მსგავს სამუშაოებს ყოველ კვირას ახორციელებს. სააღდგომოდ, სამსახურის თანამშრომლებმა სამუშაოების შესრულება რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკით სუფთავდება. სამსახურის ხელმძღვამელის ბადრი მოდებაძის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია საფუძვლიანად დასუფთავდება და სასაფლაოზე მისულ მოქალაქეებს ტერიტორია მოწესრიგებული დახვდებათ.