მარნეულში მყარი ნარჩენების მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

2017-04-12 18:36:35

  მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ამ დრომდე ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ნარჩენების მართვის სერვისის დახვეწა და გაუმჯობესება. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან თანამშრომლობით გამართა სამუშაო შეხვედრას თემაზე –  ნარჩენების მართვის სერვისი გაუმჯობესება მარნეულში“. შეხვედრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა გახსნა, რომელმაც აღნიშნული საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით თვითმმართველობის  სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში გამგეობის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვითი და ნარჩენების მართვის სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მიზანს - მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა, ზოგადად ნარჩენების სეპარირების პრაქტიკული ქეისებისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის/რეგულაციების გაცნობა წარმოადგენდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ამოცანაა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნოს ნარჩენების მართვა–დასუფთავების სტრატეგია მუნიციპალურ დონეზე და მოახდინოს მათი მაქსიმალური ინფორმირებულობა – აღნიშნულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ა(ა).ი.პ „სუფთა მარნეულის“ და მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს წარმოამდგენლები, აქტიური მოქალაქეები, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები  და სხვა დაინტერესებული პირები. პრეზენტაციის დასასრულს, მოეწყო დისკუსია, სადაც დამსწრე აუდიტორიამ პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელა და  სამომავლოდ  განსახორციელებელი ინიციატივები  წამოჭრა.