სოციალურად დაუცველებს დამდეგი აღდგომა მიულოცეს.

2017-04-12 17:25:23

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს პირადად გადასცეს სააღდგომო ნობათი. სააღდგომო ნობათის გადაცემა ასევე იგეგმება 199 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახისთვის, უფასო სასადილოს 1700 ბენეფიციარისთვის, მოხუცთა სახლის 47 ბენეფიციარისთვის, დღის ცენტრების 239 ბენეფიციარისთვის და 59 ვეტერანისთვის.