დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების სასწავლო პროცესი.

2017-04-12 14:49:51

2017 წლის 24 აპრილიდან, მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები აღარ იანგარიშება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 20 მაისამდე გაგრძელდება, თუმცა ამ პერიოდში გაცდენილი საათები საპატიოდ ჩაითვლება.

მე-12 კლასელებისთვის წელს სასწავლო პროცესი 19 მაისს დასრულდება.