სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა 2 კვირაა გადათხრილია.

2017-04-12 13:04:19

რუსთავის სასაფლაოსკენ მიმავალი გზა დაზიანებულია. პრობლემის მოგვარების თხოვნით „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებლებმა მომართეს. მათი თქმით, მოუწესიგებელი გზის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება გართულებულია. როგორც „ინფო რუსთავმა“ გაარკვია,  ორმული სამუშაოებისთვის ასფალტის დამუშავება, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2 კვირის წინ დაიწყო, თუმცა ასფალტის ამოჭრის შემდეგ სამუშაოები აღარ გაგრძელებულა. შემდეგ კი, რეაბილიტაციის პროცესს ხელი უამინდობამ შეუშალა.

გზის გარკვეული მონაკვეთის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმართველობაა, ნაწილის რეაბილიტაციაზე კი-საქართველოს საგზაო დეპარტამენტი.

სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე სამუშაოები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. რუსთავის მერიაში აცხადებენ რომ, მათ მიერ მოსაწესრიგებელი ტერიტორია, დღესასწაულემდე  კეთილმოეწყობა. საჭესთან მსხდომების თქმით კი, გადათხრილი ასფალტი და მიმდინარე სამუშაოები, საავტომობილო გადაადგილებას კიდევ უფრო მეტად აფერხებს." დღეს ავდივართ სასაფლაოზე, რომ მოვაწესრიგოთ ადგილი აღდგომამდე, გზა ისეთ მდგომარეობაშია, უკვე საცობებია. 2-3 დღეში უარესი სიტუაცია იქნება აქ". აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.