23 წლის გოგონამ ტაქსის მძღოლი გააუპატიურა.

2017-04-12 10:27:41

23 წლის ბრიტანი კარტერი გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით არის დაკავებული. ამერიკის მოქალაქემ, ოჰაიოში საკუთარ სამსახურთან ტაქსი გამოიძახა და ერთერთ სასტუმროში წაყვანა სთხოვა, გოგონა ორ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. გზაში 29 წლის მძღოლს გოგონას ერთერთმა მეგობარმა, 20 წლის კორი ჯექსონმა კისერზე დანა მიადო და უთხრა რომ მანქანა გაეჩერებინა. ტაქსის შეჩერების დროს გოგონა მძღოლს მიუახლოვდა, რის შემდეგაც მეგობარი მამაკაცის დახმარებით და მუქარით მძღოლთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გაუპატიურების შემდეგ კარტერმა და ჯექსონმა მძღოლი გაძარცვეს და 32$ წაართვეს.

ოჰაიოს პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ რომ გაუპატიურების შემდეგ ტაქსის მძღოლი პოლიციაში გამოცხადდა და ფაქტის შესახებ უამბო. ბრიტანი კარტერი და მისი ერთერთი თანამზრახველი კორი ჯექსონი დააკავეს, მიმდინარეობს მესამე პირის დადგენა და საქმის ძიება.

ქალაქის პროკურორმა 23 წლის გოგონას სექსუალური ძალადობის მუხლით ბრალი უკვე წაუყენა. აღსანიშნავია რომ ამ ინციდენტამდე კარტერის წინააღმდეგ ჰეროინის უკანონო შენახვისა და გავრცელებისთვის საქმე იყო აღძრული.

შემთხვევა 28 იანვარს ქალაქ ლიმაში, ოჰაიოს შტატში მოხდა. ფაქტზე ინფორმაცია http://www.dailymail.co.uk დღეს გაავრცელა. ფოტოზე 23 წლი ბრიტანი კარტერია.