გერმანიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები.

2017-04-11 13:39:05

გერმანიის ქალაქ მანჰეიმში რუსთაველი მამაკაცის მკვლელობის გარკვეული დეტალები "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით კამათი ქართველებს შორის მოხდა, ჩხუბის მიზეზი კი ძველი შელაპარაკების გახსენება იყო. კამათის შემდეგ 32 წლის რუსთაველი გ.მ.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ოჯახი რუსთავში ჰყავდა, მას მეუღლე და 2 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, საქმეს გერმანიის პოლიცია იძიებს. ფაქტთან დაკავშირებით გარდაცვლილის მეგობრები უკვე დაიკითხნენ. გერმანიაში რუსთაველი მამაკაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.