გერმანიაში რუსთაველი მამაკაცი მოკლეს.

2017-04-11 10:58:24

გერმანიაში ქალაქ მანჰეიმში 32 წლის საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი რუსთაველია, მას შელაპარაკება მოუვიდა და რის შემდეგაც დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, საქმეს გერმანიის პოლიცია იძიებს. ფაქტთან დაკავშირებით გარდაცვლილის მეგობრები უკვე დაიკითხნენ. "ინფო რუსთავი" დეტალებს აზუსტებს.