ჩხუბი ყვითელ ავტობუსში (ვიდეო).

2017-04-10 21:25:18

შელაპარაკება მგზავრებს შორის, ე.წ. ყვითელ ავტობუსში. შემთხვევა რუსთავი-თბილსის მაგისტრალზე მოხდა. ავტობუსის მძღოლის ინფორმაციით, მგზავრებს შორის კამათი, ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მგზავრმა მეორეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც საპატრულო, ისე სასწრაფო-სამედიცინო ეკიპაჟი. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს დაზიანება თვალის არეში აღენიშნება.