რუსთავის სარაგბო სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

2017-04-10 13:03:10

რუსთავის სარაგბო სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდონარეობს. სამუშაოების ფარგლებში, განახლდება ტრიბუნები. ახალი სკამებით ჩანაცვლდება, ტრიბუნაზე განთავსებული 4 000-მდე სკამი. გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ადგილი გადაიფარება ახალი, წყალგაუმტარი სახურავით. რუსთავის სარაგბო სტადიონის მენეჯერის გია ქერაშვილის განცხადებით,  მოეწყობა სველი წერტილები, გასახდელები, ფიტნეს და საკონფერენციო დარბაზი. სამუშაობის სამშენებლო კომპანია „ATU“ ახორციელებს. რეაბილიტაციის დასრულება მაისის თვეში იგეგმება.