მარნეულში 28 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა.

2017-04-10 12:48:08

ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპსნოვომ განახორციელა. პირველ ეტაპზე დევნილ ოჯახებს 29 ბინა გადაეცათ. დღეს კი ბინის გასაღებები კიდევ 28 დევნილმა ოჯახმა მიიღო. კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. 28 ბინიდან 5-ერთოთახიანია, 12-ოროთახიანი და 11-სამოთახიანი.