ამერიკულ ფეხბურთში, რუსთავის „ფოლადი“ თბილისის „გარეულ ტახებს" დაუპირისპირდა. ამხანაგური მატჩი, საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა სპორტსმენებმა წუთიერი დუმილით დაიწყეს და 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს. მატჩი რუსთაველების გამარჯვებით ანგარიშით 20:0 დასრულდა. საქართველოს ჩემპიონატი ამერიკულ ფეხბურთში, მაისის თვიდან დაიწყება.