წალკაში თოვს, ამინდი მკვეთრად გაუარესდა.

2017-04-09 17:11:20

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში თოვს. "ინფო რუსთავი" წალკის გამგებელს ჯონი საბაძეს ესაუბრა რომელმაც განაცხადა რომ - "დილიდან თოვს, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და თოვა გაძლიერდა. ამ მომენტისთვის თოვლის სიმაღლე 5 სანტიმეტრს აღწევს".

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსი ხოლო, აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრადუსი იქნება. გაძლიერდება ქარი. დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში კი თოვლი იქნება. ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა იკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ამაღამ ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 11-12 აპრილს ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.