ვის და რატომ აჯარიმებს პატრული.

2017-04-09 13:38:06

არასწორ ადგილას დაპარკინგბული ავტომობილების მძღოლები და ფეხით მოსიარულეები, რომლებიც გზებს, ავტოსაგზაო ნიშნების დარღვევით კვეთენ - ჯარიმდებიან. აღნიშნული გააპროტესტეს  „ინფო რუსთვათან“  ტაქსის მძღოლებმა. მათი თქმით, ქალაქში საგზაო ნიშნები ხშირ შემთხვევაში საჭირო ადგილას არ არის განთავსებული.  მძღოლების განმარტებით, საპატრულო პოლიციის მიერ მათი დაჯარიმება, იქ სადაც შესაბამისი ამკრძალავი ნიშანი არსებობს - უსამართლობაა. „იმის მიუხედავად რომ ჯარიმა მინიმალურია და მხოლოდ 10 ლარს შეადგენს, მაინც არასასიამოვნოა. თვეში რამდენჯერმე ჩამოივლიან და საჯარიმო ქვითრებს გვიწერენ. ვფიქრობთ რომ ეს გამიზნულად ხდება“ აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი "ინფო რუსთავთან“. ჯარიმებს ძირითადად, რუსთაველისა და შარტავას ე.წ წრეზე მდგომი მძღოლები აპროტესტებენ.

 

ქალაქში მსგგავსი დაჯარიმებები, პერიოდულად ხორციელდება. საპატრულო პოლიციის მიერ, ჯარიმდებიან როგორც, საგზაო ნიშნების დამრღვევი მძღოლები, ისე ფეხით მოსიარულეები.