9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა.

2017-04-09 12:57:01

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მაღლაკელიძემ და თვითმმართველობის სხვა წევრებმა , გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თემატური სიმღერები შეასრულა, ადგილობრივმა მუსიკალურმა ანსამბლმა „ფიროსმანი“.