გამწვანების აქცია კლდიაშვილის სკვერში.

2017-04-09 11:08:31

გამწვანების აქცია რუსთავში კლდიაშვილის სკვერში გამართა. ღონისძიების ფარგლებში, ალვის ხის ჯიშის 500-მდე ნერგი დაირგო, ამ ფორმით ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლი შეიქმნა.
ალვის ხის ნერგები ქალაქ რუსთავს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზიდან გადასცა. ღონისძიების ორგანიზატორი ქვემო ქართლის გუბერნია იყო, მასში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და რუსთავის ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.