9 აპრილის მემორიალთან ხალხი იყრის თავს.

2017-04-08 23:16:27

თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან, რუსთაველის ქუჩაზე პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად ხალხი, ტრადიციულად, პარლამენტის შენობის წინ იყრის თავს და მემორიალს ყვავილებით ამკობს.