მართლმადიდებლები ბზობას აღნიშნავენ.

2017-04-08 22:37:23

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.

სახარების მიხედვით, იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი მაცხოვარს სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).

მართლმდიდებლები ამ დღეს ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლით მიდიან.