არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლები.

2017-04-08 20:05:53

„სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის“ თანამშრომლებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. შემთხვევა მე-11-ე მკ/რ-ში მოხდა. გვერდის მომხმარებლის განცხადებით, „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლებმა, გაზის გამათბობლების მილები, მოსახლეობის ნებართვის გარეშე ჩაჭრეს. „ინფო რუსთავი“ სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე მივიდა. „სოკარ ჯორჯია გაზი კახეთის“ თანამშრომლების განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობას გაზდანადგარები თვითნებურად ჰქონდათ მოწყობილი. მილები რომლის მეშვეობითაც, ნამწვი გარეთ უნდა მოხვედრილიყო-სადარბაზოში იყო დამონტაჟებული, რაც მაცხოვრებლების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წაროადგენდა. კომპანიის თანამშრომლებმა მე-11-ე მკ/რ-ში არასწორად დამონტაჟებული ყველა გაზდანადგარის მილი ჩახსნენ.