სერია "ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისთვის" ჩატარდა.

2017-04-08 19:54:52

დღეს რუსთავში საერთაშორისო ორგანიზაცია ელვას, ჯეოლაბისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, USAID-ის პროექტის მმართველობა განვითარების ფინანსური მხარდაჭერით ტრეინინგების სერია „ახალგაზრდები ინოვაციური განვითარებისთვის“ ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში ტრენინგებს მოწვეული სპიკერები უძღვებოდნენ. მოწვეულმა ტრენერებმა ისაუბრეს ტექნოლოგიებზე,საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე, ანდროიდ დეველოპმენტზე, სტარტ აპ კულტურაზე თუ რატომ უნდა დაიწყო შენი ბიზნესი? ასევე გაიმართა Creative Business Cup, პროგრამისა და სტარტ აპ საქართველოს პროგრამის პრეზენტაცია.