შშმ პირს ტირის თოფიდან ესროლეს (ვიდეო).

2017-04-08 18:42:01

თოდრიას ქუჩაზე დაახლოებით 17:00 საათზე მაღალსართულიანი შენობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ესროლეს. თვითმხილველების თქმით, მოქალაქე ტირის თოფიდან ნასროლი ტყვიით ფეხის არეში დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შშმ პირი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის ოჯახის წევრების თანხლებით კლინიკიდან გაწერეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, პნევმატური იარაღიდან მამაკაცს არასრულწლოვანმა ესროლა.