სააღდგომო ნობათის ფასი.

2017-04-08 17:57:07

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირა რჩება, შესაბამისად, სავაჭრო ობიექტებსა და ბაზრობაზე სააღდგომო ნობათი მომრავლდა. რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზარზე წინასააღდგომოდ კვერცხის ფასი 30 თეთრიდან იწყება და 50 თეთრამდე აღწევს, ერთი 10-ცალიანი კვერცხის შეკვრის ღირებულება კი 3 ლარია. რაც შეეხება კვერცხის შესაღებ მასალას, ერთი შეკვრა ენდროსა და ხელოვნური საღებავის ფასი 1 ლარია.

სააღდგომო პასკების ფასი 2 ლარიდან იწყება და მისი ღირებულება ზომისა და შემადგენლობის მიხედვით იცვლება.

ბაზარში მზა ჯეჯილიც იყდება, მისი ფასი 1.50 ლარიდან 2 ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 16 აპრილსაა, მოვაჭრეების თქმით, მომავალ კვირაში სააღდგომო ნობათის ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.