პორშეს საკლუბო თასის გათამაშება (ვიდეო).

2017-04-08 16:14:46

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე პორშეს საკლუბო თასის გათამაშება გაიმართა. რბოლაში საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რბოლა 3 კატეგორიაში ჩატარდა და თითოეულ კლასში სამ-სამი გამარჯვებული გამოვლინდა. შეჯიბრებაში 20-მდე მრბოლელი მონაწილეობდა. ღონისძიება  პორშეს საქართველოს ოფიციალური კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.