სპორტული აქტივობები რუსთავში (ვიდეო).

2017-04-08 13:50:35

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში სპოტული ღონისძიებები გაიმართა.  ცენტრალურ პარკში სპორტსმენებმა მფრენბურთის, მხატვრული ტანვარჯიშის, სპორტული აკრობატიკის, ტაეკვანდოს, ნიჩბოსნობისა და ფარიკაობის სახეობებში,  სანახაობრივი გამოსვლები მოაწყვეს. ღონისძიებებს დაესწრნენ და რუსთაველ სპორტსმენებს, დღევანდელი დღე მიულოცეს ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა. დღესვე თვითმმართველობის წარმომედგენლებისა და ყოფილი ფეხბურთელის კახი ცხადაძის ორგანიზებით, რუსთავის საფეხბურთო გუნდის წევრებს ეკიპირება გადაეცათ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ფეხბურთელებს, ფორმები და სხვა საჭირო ატრიბუტები პირადად გადასცეს.