დაზიანებული ასფალტის შეკეთება გრძელდება.

2017-04-07 20:06:13

რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე ძირითადი ორმული სამუშაოების განხორციელება დასრულდა და ამჯერად ქალაქის გარეუბნებში გადაინაცვლა, შესაბამისი სამუშაოები თბილისის, დავით გარეჯის, დავით აღმაშენებლის და სხვა ქუჩებზე მიმდინარეობს. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა იყო აღმაშენებლის და დავით გარეჯის ქუჩების შეერთების წერტილში, სადაც ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის გამო გასულ წელს რამდენიმე ავარია მოხდა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის დაზიანებულ ნაწილს ჭრის. ორმული სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 150 000-მდე ლარია გამოყოფილი და სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.