რა იყო პურში.

2017-04-07 18:59:37

გვერდის მომხმარებლის ინფორმაციით, პური, რომელიც რუსთავის ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში შეიძინა, არაჰიგიენურად იყო მომზადებული. მოქალაქემ „ინფო რუსთავს“ ფაქტის ამსახველი ფოტოები მოაწოდა და საკითში უკეთ გარკვევის მიზნით დახმარება სთხოვა.

„ინფო რუსთავი“ მოქალაქის მიერ დასახელებული სავაჭრო ობიექტის მენეჯერს დაუკავშირდა. სუპერმარკეტში ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს რომ პურის დამზადების პროცესში, ცომში მარილის ყუთის ქაღალდის მცირე ნაწილი მოხვდა. „ცომში მარილის შეფუთვის მცირე ნაწილი ჩავარდა. რა თქმა უნდა პურში ეს არ უნდა მოხვდეს, ძალიან ვწუხვარ რომ ეს ფაქტი მოხდა“ - განაცხადა მენეჯერმა.